logo
ENG



პესკოვის თქმით, რუსეთი "ომის მდგომარეობაში" იმყოფება

22 მარ 202414:21
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/22/o8y5jyx37rbyqr9.jpeg

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი "ომის მდგომარეობაში" იმყოფება. ოფიციალურად უკრაინაში შეჭრას ვლადიმირ პუტინი და რუსეთის სხვა წარმომადგენლები "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებენ, ხოლო სიტყვა "ომის" გამოყენების გამო ადამიანებს აჯარიმებენ.

პესკოვმა ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში განაცხადა: "დიახ, ეს დაიწყო როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მაგრამ როგორც კი წარმოიშვა კომპანია, როდესაც კოლექტიური დასავლეთი ამის მონაწილე უკრაინის მხარეს გახდა, ჩვენთვის ეს უკვე ომად იქცა. ამაში დარწმუნებული ვარ".

მანვე დაამატა, რომ რუსეთის მოქალაქეებმა ეს თვითმობილიზებისთვის უნდა გააცნობიერონ.

მოგვიანებით, პესკოვმა დააზუსტა, რომ "იურიდიულ ცვლილებებს" არ გულისხმობდა და აღნიშნა, რომ დე იურე ეს კვლავ სპეციალური სამხედრო ოპერაციაა, ხოლო დე ფაქტო ომად გარდაიქმნა.

კრემლის პრესსპიკერმა ასევე თქვა, რომ მნიშვნელოვანია "კიევის რეჟიმის მიერ ოკუპირებულ" ტერიტორიებზე კონტროლის დაბრუნება. საუბარია დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებზე, რომლის ანექსიაც რუსეთმა ომი პირველ წელს მოახდინა.


close დახურვა